წესები და პირობები

მადლობას მოგახსენებთ VISHOPIN.GE-ს მომსახურებით სარგებლობისთვის. ჩვენი მიზანია გაგიწიოთ საუკეთესო მომსახურება კონფიდენციალურობის შესახებ. წესები გაგაცნობთ თუ რა ინფორმაციას ვაგროვებთ, როგორ ვიყენებთ მას და თქვენი გადაწყვეტილება ჩვენს მიერ ინფორმაციის გამოყენებაზე. აღნიშნული წესები და პირობები მოქმედებს საიტის ნებისმიერი ტექნიკური მოწყობილობით გამოყენების შემთხვევაში.

ინფორმაციის შეგროვება

სხვადასხვა შემთხვევაში VISHOPIN.GE-ს ვებ გვერდზე შესაძლებელია მოგვაწოდოთ თქვენს შესახებ ინფორმაცია; მაგ. როდესაც ხსნით ანგარიშს და ავსებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ავსებთ სახელს, იმეილს, მისამართსა და საფოსტო კოდს. ასევე, თუ თქვენ ანთავსებთ შეკვეთას სისტემაში, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს შესაახებ ინფორმაციას მათ შორის მისამართს, ტელეფონის ნომერს, დაბადების თარიღს, ბარათის შესახებ მონაცემებსა და შეკვეთის შესახებ სხვა დეტალებს. თქვენი ანგარიშის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია განაახლოთ ან დააკორექტიროთ ანგარიშის პარამეტრებიდან. თუ თქვენ სისტემაში შეხვალთ მესამე პირის სისტემიდან, ჩვენ და მესამე პირიც მივიღებთ ინფორმაციას თქვენს შესახებ და გამოყენებულ მომსახურებებზე. მაგ; თუ თქვენს ანგარიშზე შეხვალთ სოცალური ქსელის ანგარიშით, ჩვენ ფეისბუქიდან მივიღებთ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საჯარო პროფილისა და თქვენი კონტაქტების შესახებ ინფორმაცია. ჩვენ ასევე შემოგთავაზებთ გაზიარების საშუალებას, (მაგ. როგორიცაა ფეისბუქის მოწონების ღილაკი), რომელიც თქვენ საშუალებას გაძლებთ გააზიაროთ გვერდი. ასეთ შემთხვევაში, მესამე პირები მიიღებენ ინფორმაციას თქვენს მიერ ამ სისტემის გამოყენებაზე. თქვენ უნდა შეამოწმოთ ამ მესამე პირის კონფიდენციალურობის შესახებ რეგულაციები და თქვენი პარამეტრები.

როდესაც თქვენ იყენებთ სისტემას ბრაუზერის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით, ჩვენ ავტომატურად ვიღებთ ტექნიკურ ინფორმაციას კომპიუტერულ მოწყობილობასა თუ პროგრამაზე, რომელსაც თქვენ იყენებთ.

ანგარიშის ინფორმაცია

თქვენს მიერ სისტემის გამოყენების შესახებ ინფორმაციას ინახავს ჩვენი სერვერი. ანგარიშის ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა მოწყობილობის IP მისამართი, ბრაუზერის შესახებ ინფორმაცია, საოპერაციო სისტემის ტიპი ან აპლიკაციის ტიპი. თუ თქვენ შედიხართ სისტემაში, ეს ინფორმაცია ინახება თქვენი ანგარიშის მონაცემებით.

როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას

ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ და გამოვიყენოთ ინფორმაცია, სხვადასხვა მიზნით, მათ შორის:

• უზრუნველვყოთ სისტემის მომსახურება, გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და შევიმუშავოთ ახალი პროდუქტი და მომსახურება;
• ნება დავრთოთ პერსონალურ მყიდველს (რაც გულისხობს იმ პირებს ვინც გაწვდით შეკვეთას, მათ შორის ჩვენს გამყიდველ პარტნიორს და მათ დასაქმებულებს/აგენტებს სადაც შესაძლებელია, ჩვენს ან მესამე-მხარის უზრუნველმყოფებს) რათა აირჩიოთ თქვენი პროდუქცია გამყიდველის საიტზე, მოგაწოდოთ ან/და დაგირეკოთ ან მოგწერონ ნებისმიერ სიახლეზე;
• მიიღონ თქვენგან შეკვეთისა და მიწოდების ღირებულება ერთი ან მეტი საგადახდო პარტნიორისგან;
• შემოგთავაზონ თქვენზე მორგებული შინაარსის სარეკლამო ბროშურები, კუპონები, აქციები;
• შეისწავლონ მომხმარებელთა მიერ საიტის გამოყენების შინაარსი;
• უზრუნველყონ მომხმარებელთა მომსახურება, უპასუხონ თქვენთან კომუნიკაციასა და თხოვნებს, დაგიკავშირდნენ თქვენს მიერ საიტის გამოყენებაზე.

რას ვაზიარებთ

საიტი წარმოადგენს პლატფორმას, სადაც გაერთიანებულია ერთი ან მეტი გამყიდველი და ვირტუალური მაღაზია, საიდანაც თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ საქონელი, შეფუთვა და ადგილზე მიტანის სერვისი. ამ სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა თქვენზე და თქვენი შეკვეთის შესახებ ინფორმაციის ჩვენი პარტნიორისთვის მიწოდება, რომელთან ერთადაც გიწევთ მომსახურებას. ამ შემთხვევაში, მომსახურებაში შეიძლება ჩაერთოს რამდენიმე პირი, მათ შორის პირი რომელიც მოგიტანთ შეკვეთას, უზრუნველყოფს თანხის ჩამოჭრას თქვენი ანგარიშიდან და გამყიდველი პარტნიორი, რომლისგანაც ყიდულობთ თქვენ პროდუქტს. უნდა აღინიშნოს, რომ თქვენს საბანკო ბარათზე ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ გადახდაზე პასუხისმგებელ პარტნიორს, რაც გულისხმობს მომხმარებლის ინფორმაცია, კერძოდ ტელეფონის ნომერი გადაეცემა მესამე პირს, მოკლე ტექსტური შეტყობინების გამგზავნ (sms) პროვაიდერ კომპანიას, იმისათვის რომ მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია შეკვეთასთან დაკავშირებით. მომხმარებლის ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს მაიდენტიფიცირებელ დეტალებს, კერძოდ მხოლოდ სქესი და ასაკი შესაძლოა გადაეცეს მესამე პირს სტატისტიკური მიზნებისათვის.

• სამართლებრივი მიზნებისათვის – ჩვენ შესაძლოა გადავცეთ ინფორმაცია მესამე პირს, როდესაც ჩვენი რწმენით ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია კანონის დასაცავად, სხვადასხვა იურიდიული პროცესის სამართავად. ასევე სამართალდამცავი ან მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში. ბ) თაღლითბის, უსაფრთხოების ან ტექნიკური საკითხების მიზნით პრევენციის, აღმოჩენის, ან სხვაგვარად ხელის შეშლის მიზნით. გ) უსაფრთხოების, უფლებების ან ნებისმიერი პირის საკუთრების, საჯარო წესრიგის ან VISHOPIN.GE-ს დაცვის მიზნით.
• არაიდენტიფიცირებულ ან ზოგად მონაცემებზე დაყრდნობით – ჩვენ ვაზიარებთ არაიდენტიფიცირებულ (მაგ. ვაწვდით გამყივდელს შეკვეთის შესახებ ინფორმაციას, მაგრამ არ ვაწვდით საბანკო ბარათის მონაცემებს) ან ზოგად ინფორმაციას.

ცვლილებების შეტანა წესებსა და პირობებში

წესებსა და პირობებში ცვლილებები შესაძლოა პერიოდულად შეიცვალოს. ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ამ გვერდზე, შესაბამისად მოგიწოდებთ პერიოდულად წესების გადახედვას. მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ჩვენ დამატებით მოგაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას.